18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ვაქცინა აშშ-ში 2021 წლის დასაწყისში ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი - ენტონი ფაუჩი

შეერთებული შტატები პანდემიის ცენტრად რჩება. ქვეყენაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 145 ათასამდე კოვიდინფიცირებული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შტატებში მომავალი წლის პირველ თვეებში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ განცხადება შტატების მთავარმა ეპიდემიოლოგმა გააკეთა.

"2021 წლის დასაწყისში ვაქცინა შეერთებულ შტატებში ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი. შესაძლოა ზოგიერთმა კომპანიამ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდეც მოახერხოს, თუმცა დისტრიბუციასა და წარმოებას დრო სჭირდება. სავარაუდოა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინის ათობით მილიონი დოზა გვექნება," - აცხადებს  აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი.   

დღის ამბები