გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჩნდება ახალი შუამდგომლობა, - პოლიციელი, რომელმაც ვახო ჩიქოვანი დააკავა, ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთმტკიცებების კანონიერად ცნობას მოითხოვს.
ნივთმტკიცებებს პოლიციელები ვახო ჩიქოვანის ბიძაშვილის მარიამ გოგილაშვილის სახლში ეძებდნენ. მისი საცხოვრებელი სახლიდან მობილური ტელეფონია ამოღებული. ამის შემდეგ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ.
"თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან პირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლო განჩინების და გამომძიებლის დადგენილების გარეშე.
საქმეში არსებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობა, რომელიც შეეხება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და წარმოდგენილია პროკურორის მიერ, ქმნიდა საკმარის ფაქტობრივ საფუძვლებს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მარიამ გოგილაშვილს შესაძლოა ჰქონოდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი ან ნივთები,"- ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის გოგილაშვილის სახლიდან მხოლოდ მობილური ტელეფონია ამოღებული, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.