18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
ვახო ახვლედიანმა გამოძიებას სკანდალური ჩვენება მისცა - ოქროს მოწმე ალაპარაკდა

ახალი გარემოებები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში.

ვახო ახვლედიანმა გამოძიებას სკანდალური ჩვენება მისცა - ოქროს მოწმე ალაპარაკდა.

ჩვენებაში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, დაზარალებული ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაეკიდნენ.

მისი თქმით, დაინახა, რომ არაგვის ხიდის მიმდებარედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილი გაჩერდა, ისიც კარგად ჩანდა, როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა. როგორც ირკვევა, მოგვიანებით მან ეს პირები სატელევიზიო რეპორტაჟებიდან ამოიცნო.

ვახო ახვლედიანი უკვე მესამე მოწმეა ვინც, კოკო ღიბრაძისა და გორგი ქათამაძის შემდეგ, დღემდე უცნობ დეტალებზე ღიად საუბრობს. 

ვახო ახვლედიანმა გაიხსენა ყველა ის დეტალი, რომელიც 18 ივნისის ღამეს განვითარდა.

"როდესაც გზაზე გავრბოდი, რამდენიმე წამში, წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე, თუმცა, მალევე გიორგი შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით, ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა, ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, რომ ჩამოგვრჩნენ.

ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიხედე უკან, იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა მდევრების ხმა, ანუ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან, მეორეხარისხოვანი გზის გადმოსახვევისკენ, რა დროსაც დავინახე სამი პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით მოემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით. აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი, მანამდე არ მინახავს, მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

ისინი იყვნენ მათთან შედარებით უფრო თხელი აღნაგობის და ახალგაზრდები, ვინაიდან მდევრები ოდნავ ჩამოგვრჩნენ და ამასთან, მარცხენა მხარეს შევნიშნე ბუჩქნარში მკვეთრი ჩასახვევი, ვიხელთე დრო და გადავუხვიე გზიდან მარცხნივ და ჩავცურდი ხესთან არსებულ მკვეთრ საფეხმავლო ბილიკზე, ამ დროს დავინახე, რომ გიორგი შაქარაშვილი კვლავ გარბოდა დაღმართზე, მოასფალტებულ გზაზე და ეს გზა შედიოდა მდინარე არაგვზე გამავალ საავტომობილო ხიდის ქვეშ. მე მისთვის არ დამიძახია გზიდან გადახვევის თაობაზე, ვინაიდან მეშინოდა, რომ ამას გაიგებდნენ მდევრებიც,"- ნათქვამია ახვლედიანის ჩვენებაში.

ვახო ახვლედიანის ახალი ჩვენების მიხედვით, გამოიკვეთა ის სამი პირი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე სდია. ირკვევა, რომ ახვლედიანმა სამივე პირი სატელევიზიო რეპორტაჟების დროს ამოიცნო.

 

დღის ამბები