18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ჩეხეთში სამუშაოდ წასული გაგა ბრეგაძის ახლობლები დახმარებას ითხოვენ და საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ჩეხეთში სამუშაოდ წასული გაგა ბრეგაძის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ჩეხეთში ლეგალურად წასული ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას ყურადღებას არ აქცევენ. ემიგრანტის ახლობლები უყურადღებობაში ჩეხეთში საქართველოს საელჩოსაც ადანაშაულებენ.

ემიგრანტის ოჯახის წევრების განცხადებით, საელჩოს დაუკავშირდნენ, თუმცა მათ ყურადღება არ გამოიჩინეს და პრაღაში გადაამისამართეს.

ახლობლების თქმით, თუ რეაგირება დროულად არ მოხდება, შესაძლოა მდგომარეობა გართულდეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ფაქტთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ საელჩო მკურნალ ექიმთან ყოველდღიურ კონტაქტზეა.

გაგა ბრეგაძეს აქვს ჩეხეთში ცხოვრების უფლება და დასაქმებულია ჩეხეთში, მისი ჯანმრთელობის ხარჯებს დამსაქმებელი კომპანის დაზღვევა ფარავს.

დღის ამბები