18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
"ეს არის დღე, როდესაც უფრო მეტად საერთო უნდა ვეძებოთ, ვიდრე განსხვავებები" - გიგი უგულავამ მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

მუსლიმური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს.ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მრევლი გამთენიისას შეიკრიბა. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა.

ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია - მორწმუნეები ღმერთს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ.

ბაირამის დღეს მორწმუნეები ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

ქართველ მუსლიმებს ყურბან ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნკე რიჟვაძემ მიულოცა.
ხალხმრავლობის გამო მრევლის ნაწილმა სადღესასწაულო ლოცვა დღესაც ქუჩაში აღავლინა. ნაწილმა კი ბაირამი ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე აღნიშნა, სადაც მათ ევროპული საქრთველოს ლიდერმა გიგი უგულავამ მიულოცა.

"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც ღვთისადმი მსხვერპლშეწირვას ეხება და ბიბლიურ აბრაამამდე ადის.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საერთო საფუძვლები გვაქვს და ეს არის დღე, როდესაც უფრო მეტად საერთო უნდა ვეძებოთ, ვიდრე განსხვავებები," - აღნიშნა გიგი უგულავამ.

დღის ამბები