"დღის კურიერის" ეთერში დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე არსებულ გვამურ ლაქებზე და მისი სიკვდილის ხანდაზმულობაზე საუბრობს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გიორგი შაქარაშვილს მხოლოდ გულმკერდის წინა მხარეს ჰქონდა გვამური ლაქები, ხოლო უკანა მხარეს განსხვავებული ფერის ლაქა, ლპობითი პროცესისგან გამოწვეული ლაქები იყო.
"დასმულია უამრავი შეკითხვა სიკვდილის ხანდაზმულობაზე, დაზიანებებზე და ა.შ. ზოგიერთ კითხვას ექნება ცალსახა პასუხი, ზოგიერთს კი მაღალი ალბათობითი.
გვამური ლაქების განსხვავებულ ფერს რაც შეეხება, გვამური ლაქები შაქარაშვილს ზურგის არეში არ აღენიშნებოდა, გვამური ლაქები ჰქონდა გულმკერდის, მუცლის არეში და აქ მთავრდება ამ ლაქების ლოკალიზაცია.
უკანა მხარეს, რაც თქვენ ნახეთ ფოტოებზე ეს იყო ლპობითი პროცესები. ექსპერტიზის დასკვნაშიც წერია, რომ ზურგის არეში გიორგი შაქარაშვილს გვამური ლაქები არ აღენიშნებოდა.
რაც შეეხება სიკვდილის ხანდაზმულობას, ეს მომავალი ექსპერტიზის მსჯელობის საგანია, რომელიც წარმოების პროცესშია და როდესაც დასრულდება ეს ყველაფერი, მერე გამოძიება გაიტანს ექსპერტიზას და წარადგენს ტელესივრცეში, სწორედ ამის მერე მზად ვარ, ყველა სახის განმარტება გავაკეთო,"- განაცხადა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ.