18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
სვანეთში დაკარგული ბიჭის ოჯახს დღეს შსს-ს წარმომადგენელი შეხვდა

მე-14 დღეა სვანეთში დაკარგულ მოზარდს უშედეგოდ ეძებენ. 13 წლის ბიჭი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს შეხვდნენ. 

მინისტრის მოადგილეებმა მშობლებს უწყების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც. 

დღის ამბები