19 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება

სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. ახალი წესების თანახმად ასაკი 18-დან 22 წლის ჩათვლით განისაზღვრა. 

საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, ტერიტორიულ რეზერვში მიღების დაწყებასა და საზოგადოებისთვის სარეზერვო სამხედრო სამსახურის პირობების შესახებ ისაუბრა.

რომან ხოჯაძის ინფორმაციით, აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.

რომან ჯოხაძე აცხადებს, რომ აქტიური რეზერვის პროგრამა 5-წლიანი იქნება.

"მოცემულ ეტაპზე, აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. 

საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში გახლავთ არაუმეტეს 45 დღისა, ხოლო რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს.

მნიშვნელოვანია ის, რომ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად. სარეზერვო სამსახურის გავლის სრული ციკლი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: რეკრუტირების ფაზა, შერჩევის ფაზა, სარეზერვო სამსახურის გავლა და კონტრაქტის გაგრძელება," - განაცხადა რომან ხოჯაძემ. 

 

დღის ამბები