19 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ - ლევან რატიანი შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულებზე

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ არცერთ პაციენტთან უარყოფითი დინამიკა არ აღინიშნება.

"ამ ეტაპზე სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, პირიქით, ჰემოდინამიკის პარამეტრები უფრო სტაბილური ხდება. უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება არც კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებში. აღდგენილია ჰემოდინამიკა ერთ ქალბატონთან. დანარჩენ 2 პაციენტთან ჰემოდინამიკა არასტაბილურია, მაგრამ დოზა მკვეთრად არის შემცირებული დილის საათებთან განსხვავებით.

ნევროლოგიური მდგომარეობა უცვლელია. მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ ვინაიდან უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ," - განაცხადა ლევან რატიანმა

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკულ შემთხვევის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის ამბები