09 სექტემბერი 2026,   21:54
ვრცლად
საოკუპაციო ძალები შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში. სოფლების ატოცის და ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ქმედებები გაააქტიურეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე პროცესს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებად აფასებს, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებულია "ცხელი ხაზი", ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

დღის ამბები