24 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
დაწყებითი კლასებისთვის სასწავლო პროცესის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია -ეკა დგებუაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყება 1 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასებისთვის.

"მნიშვნელოვანია პირველი-მეორე და დაწყებითი კლასები, სადაც ბავშვებს უყალიბდებათ მნიშვნელოვანი მოტორიკის უნარები. ამ უნარებს უნდა დააფუძნონ მთელი ცხოვრება, რასაც ახლა შეიძენენ, ამიტომ ვთანხმდებით, რომ 1 ოქტომბერს უნდა დაიწყოს სწავლება.

რაც შეეხება სკოლებში ჰიგიენას, ამ მხრივ რვაზე მეტ სკოლაში სველი წერტილები განახლდა. იმ სკოლებში სადაც არ იყო წყლის მომარაგება ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. სკოლებმა შეიძინეს წყლის ავზები, გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თითო მოსწავლეზე რამდენი ლიტრი წყალი უნდა იყოს გამოყოფილი. 

კიდევ ერთხელ ვთხოვ მშობლებს თუ არსებობს რაიმე მსგავსი სახის გამოწვევები სკოლებში მოგვმართონ და რეაგირებას აუცილებლად სწრაფად მოვახდენთ. ეს არს ყოველდღიური პრობლემები და გამორიცხულია, რომ არ იყოს გამოწვევები, თუმცა მშობლებმა უნდა მოგვმართონ და პრობლემებს მოვაგვარებთ,"- განაცხადა ეკა დგებუაძემ.

დღის ამბები