20 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
დაპირისპირება მარნეულში - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია თავისი მომავალი მარცხის გადაფარვას პროვოკაციების ხარჯზე ცდილობს

მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში და ძალადობის წახალისებაში ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. ამის საპასუხოდ კი, მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების ოპონენეტები წინასაარჩევნოდ მიზანმიმართული პროვოკაციებით დაკავდნენ.

"ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს იყო გაგრძელება იმ მრავალდღიანი პროვოკაციული მოქმედებების, რაზეც ჩვენი წარმომადგენლები გუშინ საღამომდე არ წამოეგნენ, მაგრამ გუშინ საღამოს, მათ შეძლეს პროვოკაციაზე წამოეგოთ ჩვენი მარნეულის წარმომადგენლები და აქტივისტები და შემდეგ მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება, რაც ძალიან სამწუხაროა, დასაგმობია ცალსახად," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თავისი მომავალი მარცხის გადაფარვას პროვოკაციების ხარჯზე ცდილობს:

"სწორედ ამ პროვოკაციების  ხარჯზე ცდილობენ თავიანთი მარცხის გადაფარვას, თქვენ იცით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მომართულია ჩვენი ქვეყნის არჩევნებისკენ. ხელისუფლების ინტერესშია რომ პროცესი იყოს მშვიდობიანი,"- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

დღის ამბები