19 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
გარეჯის საქმეზე ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან - ივერ მელაშვილის პოზიცია ცალსახაა, გათავისუფლება ყველანაირი პირობის გარეშე

დავით გარეჯის საქმეზე ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. მეორე ინსტანციამ ჯერ დაცვის მხარის განცხადება წარმოებაში უნდა მიიღოს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, პროცესი დაინიშნება.

გირაოს მხოლოდ ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ითხოვს. ივერ მელაშვილის პოზიცია კი ცალსახაა, გათავისუფლება ყველანაირი პირობის გარეშე.  მათი პატიმრობის კანონიერებაზე, მომდევნო 72 საათის ფარგლებში, უკვე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

დღეს გარეჯის საქმე დღეს ამბრიონიდანაც ახსენეს. სასულიერო პირები მთელი დღის განმავლობაში კომენტარებს აკეთებდნენ. სასულიერო პირების ნაწილს ბოლო პროცესები კითხვებს უჩენს, მეორე ნაწილისთვის კი შექმნილი რეალობა და მოპოვებული მასალები საქმის ახალი ეტაპია.

დღის ამბები