თბილისის პარალელურად ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმშიც. ოპოზიცია 15:00 საათზე თეატრის შენობასთან შეიკრიბება.
"კიდევ ერთხელ ვეუბნებით უარს ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ერთხელ ვეუბნებით უარს არჩევნების გაყალბებას და ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ხმები," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" გიორგი კირთაძის თქმით, მმართველმა გუნდმა მძლავრი საპროტესტო მუხტი დედაქალაქის გარდა ბათუმიდანაც უნდა იგრძნოს.