17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ჩვენ ვიწყებთ საქართველოსთვის და უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას - იენს სტოლტენბერგი

ჩვენ ვიწყებთ საქართველოსთვის და უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ანგარიშში სახელწოდებით "ნატო 2030 "საუბარია, რომ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა პარტნიორობა უნდა გააძლიეროს საქართველოსთან, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ასპირანტი ქვეყნების გაწევრიანების საკითხი.

ალიანსის მინისტერიალს ონლაინ რეჟიმში შეუერთდა საქართველოც - ნატოს არა წევრი ქვეყანა, რომელიც უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ყველაზე ახლოსაა 30 სახელმწიფოსგან შემდგარ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსთან.

"რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ნატო ამას პასუხობს საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდით, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში. მხოლოდ გასულ კვირას ნატოს საჰაერო ხომალდი ამერიკულ დანაყოფებთან ერთად ატარებდა წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში.

საქართველო და უკრაინა ჩვენი ღირებული პარტნიორები არიან. მნიშვნელოვანია მათი სამხედრო კონტრიბუცია ჩვენს მისიებში. განვიხილეთ რეფორმების პროგრამები და და ჩვენ ვიწყებთ მათთვის ამ მიმართულებით პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მოვახერხეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება. შევთანხმიდ დაილოგის გაძლიერებაზე ორივე პარტნიორთან.

ეს მინისტერიალი ატარებს მხარდაჭერის მესიჯს. ეს არის საქართველოსადმი და მისი სუვერენიტეტისადმი ნატოს ყველა მოკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას და ამას ვაკეთებთ ასევე არსებითი პაკეტის გაძლიერებითაც. ეს არის საფუძველი საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის. 2030 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია თუ როგორ გავაძლიერებთ პარტნიორობას ისეთ ქვეყანასთან მუშაობით, როგორიც საქართველოა. გადაწყვეტილება ალაიანსის გაფართოებაზე არის ის, რასაც სჭირდება მხარდაჭერა ყველა მოკავშირისგან," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები