17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია - კახა კუჭავა ნატოს მინისტერიალზე

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორდღიან მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო და მასთან პარტნიორობის გამყარება იყო.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მინისტრერიალზე მიიღეს საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება და გაძლიერებაა, რაც ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან კიდევ უფრო აახლოებს.

მინისტერიალზე მოიწონეს ნატო-ს 2030-ის სტრატეგია, რომელშიც ხაზგასმულია ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მიზნის მისაღწევად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვანია.

"პირველ რიგში, მსურს გამოვეხმაურო ნატო-ში ონლაინრეჟიმში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი და ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგია. ჩვენ მოვისმინეთ ნატო-ს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, "- განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

"ნატოს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქუტალობას და პრიორიტეტულობას,"-აცხადებს ირაკლი ბერაია.

დღის ამბები