17 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
დისკუსია გაგრძელდება, ჩვენ ვაგრძელებთ 7 პარტიასთან საუბარს - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება.

როგორც ჰარცელმა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დისკუსიები ისევ გაგრძელდება. 

"ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან დავაზუსტეთ, რომ დისკუსიები კიდევ გაგრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ 7 პარტიასთან საუბარს. ახლა მხედველობაში მივიღებთ ამ ყველაფერს, თუ როგორ გავაგრძელებთ გამოსავლის გზის ძიებას. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, ეს დისკუსია გაგრძელდება და იქნება ძალიან რთული," - განაცხადა კარლ ჰარცელმა

ოპოზიციამ ელჩებს მათი მოთხოვნები წერილობით გადასცა და "ქართული ოცნებისგანაც" წერილობით პასუხებს ელოდება.

დღის ამბები