17 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
მოლაპარაკებების პროცესის შედეგი არ გულისხმობს ხელმეორედ ამომრჩევლის ნების გარკვევას - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი მიხეილ სარჯველაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანად დასრულდება. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი შედეგში არ გულისხმობს არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას.

"ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ მოლაპარაკებები დამთავრდეს შედეგიანად. შედეგი არ გულისხმობს იმას, რომ იქ, სადაც წითელი ხაზი უნდა გაივლოს, რაც გულისხმობს ხელმეორედ ამომრჩევლის ნების გარკვევას, ვფიქრობთ, რომ წარმოუდგენელია ამაზე გადიოდეს შეთანხმების ხაზი.

მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ ვიპოვოთ ისეთი თემები, რასთან დაკავშირებითაც შეგვეძლება საერთო კონსენსუსის პოვნა.

აქა-იქ გაიჟღერა კიდეც ოპონენტების მხრიდან გარკვეულმა თემებმა, რომელიც შეიძლება განსახილველი იყოს. კონკრეტულად, რა იქნება ასეთი თემები - მე გამიჭირდება ამის თქმა, ახლა არ არის ამისთვის დრო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხერხდება" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები