17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას იღებდეს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც - დავით ბაქრაძე

რომელი პრაქტიკა აიღო ოპოზიციამ მსოფლიო გამოცდილებიდან, რომლის მიხედვითაც ცესკოს აკომპლექტებს არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენად შესაძლებელია იმის ფონზე, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევითი ორგანოა - "რუსთავი 2"-ის ამ შეკითხვას "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ უპასუხა.

როგორც ბაქრაძე ამბობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ნომინირება უნდა მოხდეს ობიექტური, ნეიტრალური და სანდო წყაროდან და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას იღებდეს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც.

"ცესკო, რა თქმა უნდა, არჩევითი ორგანოა, მაგრამ მთავარი გახლავთ ის, ვინ ახდენს ნომინირებას ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის. როდესაც ამის ნომინირებას ახდენს საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენ ვხედავთ, რომ მიიღება არჩევნები ისეთი, როგორც ჩატარდა თამარ ჟვანის პირობებში.

ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ნომინირება მოხდეს ობიექტური, ნეიტრალური და სანდო წყაროდან და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას იღებდეს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება. ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილებაა.

დღის ამბები