ოპოზიციაში პოლიტიკური ბულინგის თემას "დღის კურიერის" ეთერში მმართველი პარტიის წევრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, გარკვეული დესტრუქციული ჯგუფისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ხელისუფლების ხელში აღების ინტერესი დგას და სწორედ ამ მიზნით ცდილობენ ისინი შანტაჟით და პოლიტიკური მანიპულაციებით აიძულონ ოპოზიციის სხვა წევრებიც, რომ მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნას მიღებული:
"სახელს რას დავარქმევთ არ აქვს მნიშვნელობა, ერთი რამ ფაქტია, ისეთ კალაპოტში ჩადგა ურთიერთობები ოპოზიციის შიგნით, რომ გამოჩნდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები, რაც მე ვფიქრობ, რომ ცუდი არ არის საზოგადოდ, ვინაიდან, აბსოლუტურად უსარგებლო იყო საუბარი იმთავითვე, ოპოზიციის მხრიდან არჩეული სტრატეგია ერთიანი პოზიციის თაობაზე და ერთიანობაში ვგულისხმობ მაგათ გადაწყვეტილებებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით - ეს ერთი. მეორე - თავიდანვე გამოითქმოდა ეჭვი, რომ გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ისეთი დღის წესრიგი შექმნან, სადაც გამოკვეთილი იქნება მათი დაუოკებელი სწრაფვა ხელისუფლების მოპოვებისკენ. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, ეს მათთვის ღირებული არაა და ქვეყნის ინტერესზე მაღლა დგას მათი მხრიდან ხელისუფლების ხელში აღება. ბუნებრივია, ასეთი ვერ იქნება ყველას შეხედულება და იმ ძალისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ შანტაჟის, პოლიტიკური მანიპულაციების გზით, მისთვის დაუმსახურებლად ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიეღოთ, მათ დღის წესრიგს ეს ესადაგება, მაგრამ რასაკვირველია, ეს არაა სწორი ფორმა, როდესაც თავისუფალ აზრზე ძალადობს გარკვეული ჯგუფი,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.