17 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
მე ახლა სხვა საქმე მაქვს საკეთებელი, დავაკვირდე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, ხელისუფლების შეთავაზებებს, მოლაპარაკებები როგორ გაგრძელდება - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რაოდენობა არ იქნება.

ჯერჯერობით, არც ერთ დეპუტატს არ უთქვამს უარი სადეპუტატო მანდატზე. ჩვენი პირობა არის ძალიან მარტივი, როდესაც დავინახავთ, რომ არ არის საკმარისი რაოდენობა, ჩვენი ჩათვლით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საქართველოს პარლამენტში, ამდენმა ადამიანმა უარი თქვა საკუთარ მანდატზე რამე ფორმით, როგორც უნდა ისეთი პიარსვლებით, ჩვენ ვდებთ პირობას, რომ მეორე დღეს, როგორც კი ეს ფაქტი დადგება, ერთად მივალთ, არ გვინდა 10-ჯერ მისვლა ცესკოში რაღაც სისულელეების საკეთებლად. მივალთ ერთხელ, დავჭრით მანდატს და ნახავთ, რომ არ შევალთ პარლამენტში. 

ზოგადად, სიტუაცია არის ასეთი, წარმოიდგინეთ არის ამერიკის ელჩთან და გასაგებია, რომ ჩვენ სკეპტიკური ვართ ამ მოლაპარაკების მიმართ კობახიძის განცხადების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივდივართ კოზირით, რომ კობახიძე იმდენად ცუდად მოიქცა, რომ ჩაშლა უნდა, დესტრუქციულია.

პარლამენტი დღეს არ იყო, რადგან მანდ არ იყო განსხვავებული აზრი და არ იყო 113 დეპუტატი, რომ კონსტიტუცია შეიცვალოს, იმ პარლამენტში არ შევალ და რაც არ უნდა დამძახოდეს ვიღაცა, რომ შენ ხომ არ მოგისყიდა ბიძინამ და ყოველდღე ამას მახსენებდეს, მე სულ მართალი ვიქნები საკუთარ თავთან, საკუთარ ამომრჩეველთან და საკუთარი პირობის ერთგული ვარ. მე ახლა სხვა საქმე მაქვს საკეთებელი, დავაკვირდე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, ხელისუფლების შეთავაზებებს, მოლაპარაკებები როგორ გაგრძელდება ან არ გაგრძელდება, თუ არ დარჩა 113 დეპუტატი, არ ვიქნები პარლამენტში, მარტივია," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ზოგადად მოლაპარაკების პროცესში ატმოსფეროა შესაცვლელი. 

"სიტუაცია, ატმოსფერო არის შესაცვლელი, მე კობახიძეს კი არ ვერჩი, ზუსტად ვიცი, ვინც არ უნდა მოვიდეს, ისიც ბიძინა ივანიშვილის სურვილების გამტარებელი იქნება. უბრალოდ, ფიზიკურად ჩიხია, როდესაც ხედავ ადამიანს, რომელიც თან დაჭერით და დაშლით გემუქრება, თან ვიღაცა გეუბნება, მოდი რა პატივი მეცი და ამას მოელაპარაკე რამეზე. ვერ მოელაპარაკები, ეს არის პრობლემა და ეს მგონი ყველა მხარეს უნდა ესმოდეს. დღეს გასაგები გახდა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში მარტო შემსვლელი არ არის და არავინ არ არის იქ შემსვლელი, რასაც მე ვუყურებ, ნაციონალური მოძრაობის გარეშე," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. 

 

დღის ამბები