17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ISFED-ის დასკვნა, ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას, ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ განცხადებას ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში ეხმაურება.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგები ოპოზიციის პოზიციას ძალიან ასუსტებს.

"სიმართლე გითხრათ ერთი სამჯერ გადავიკითხე ეს დასკვნა და თავიდან არ ვუჯერებდი, მეგონა, რომ ფეიკი იყო იმიტომ, რომ ISFED არის ყველაზე სანდო. ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდებოდა ყველაზე სანდოა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED – "სამართლიანი არჩევნები", საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც ISFED ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე.

ბოდიშის რა მოგახსენოთ, ამაოდ ელოდება ბატონი თალაკვაძე, მაგრამ მე ველოდები მოლაპარაკების გაგრძელებას ელჩების ფორმატში,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები