17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ISFED-ის პარალელური დათვლა არ ითვლის იმ ხმებს, რომელიც არის "კარუსელით", მოსყიდვით, ადამიანებზე მუქარით და ა.შ. - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლა ითვლის მხოლოდ ოქმებს და მასში არაა ასახული სხვა დარღვევები, რომელიც, მისი თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა.

მისივე თქმით, იმ ოქმებში, რომელიც ორგანიზაციამ დათვალა, არსებობს 8%-იანი ცდომილება რომელიც საერთო შედეგზე გავლენას, დაახლოებით, 4.1%-ით ახდენს.

"სამართლიანი არჩევნები ითვლის მხოლოდ ოქმებს. იმ ოქმებშიც კი, რომელიც დათვალეს და რომელ უბნებზეც იყვნენ, არსებობს 8%-იანი ცდომილება რომელიც საერთო შედეგზე ახდენს გავლენას, დაახლოებით, 4.1%-ით.

ISFED-ის პარალელური დათვლა არ ახდენს იმ ხმების დათვლას, რომელიც არის "კარუსელით", მოსყიდული, ადამიანებზე მუქარით და ყველა იმ უკანონობით, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო არჩევნებზე

შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვარიანტი ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე მონაცემები დააკორექტირა.

საბოლოო სურათით, მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. პარალელური დათვლით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6% გახდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" 48.2% მიიღო. ერთი პროცენტით გაიზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშიას რეიტინგი და 27.4% გახდა. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად კი, ამ პოლიტიკურმა ძალამ 27.18% მიიღო. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემები მცირედით - 0.1% გაზრდილია.

დღის ამბები