ლიეტუვის პარლამენტმა მთავრობის პროგრამა დაამტკიცა, სადაც საქართველოზეც არის საუბარია.
საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ნაწილში, მთავრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ სამეზობლოზე, ხაზს უსვამს, რომ თავისუფალი და ერთიანი ევროპის კიდევ უფრო გაფართოება ლიეტუვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის საჭირო პირობაა.
პროგრამა აცხადებს, რომ საჭიროა დადასტურდეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინისათვის ლიეტუვის მომავალ პრეზიდენტობამდე ევროკავშირის საბჭოში 2027 წელს.
ასევე ხაზგასმულია, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში რჩება დაძაბული და ნელ-ნელა უარესდება, რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს უკრაინაში, აფართოებს საკუთარ გავლენას სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, ხოლო რუსეთის ჩარევის უარყოფა ბელარუსის სახელმწიფოებრიობაში, ფაქტობრივად შეუძლებელია.