17 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის პოსტს ისევ გიორგი გახარია შეინარჩუნებს - შესაბიმი წერილი უკვე პარლამენტშია და მას ხელს ბიძინა ივანიშვილი აწერს

პრემიერ-მინისტრის პოსტს ისევ გიორგი გახარია შეინარჩუნებს. შესაბამისი წერილი უკვე პარლამენტშია და მას ხელს ბიძინა ივანიშვილი აწერს.

ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ მთავრობის ხელმძღვანელობის კანდიდატი გიორგი გახარიაა, 12 დეკემბრით თარიღდება.

ახლა საინტერესოა ვინ შეინარჩუნებს პოსტს მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი შემადგენლობიდან.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მხარს დაუჭერს.

"მიხარია, რომ გიორგი გახარია იქნება, არა მხოლოდ კანდიდატი არამედ მომავალი პრემიერ-მინისტრიც. ჩვენი კომიტეტისგან მას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება ჩემგან,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ იწყება საპარლამენტო მოსმენები და მომავალი სამუშაო კვირა ახალი გუნდის ჩამოყალიბებასმი ეძღვნება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია გიორგი გახარიას შესაძლებლობებში და მისი თქმით, გიორგი გახარიას წარმატებული გუნდი ეყოლება. 

მმართველ გუნდში კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა ისინი კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს იკავებენ.

დღის ამბები