17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ეუთო-ში აშშ-სა და ბრიტანეთის დელეგაციები ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდს ეხმაურებიან

ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდს ეხმაურებიან.

აშშ იმედგაცრუებას გამოხატავს პანდემიის მიუხედავად ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ბარიერების მშენებლობისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების გამო.  

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცების გამო შეშფოთებას გამოთქვამს დიდი ბრიტანეთის დელეგაცია.

მხარეები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ყველა მონაწილეს მარტში დაგეგმილი დისკუსიების მომდევნო რაუნდისთვის მომზადებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები