საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება და ფასილიტატორებისგან მსგავს განცხადებებს მხარდაჭერა არ ექნება.
ჰარცელი მხარეების მიერ გადადგმული ნაბიჯებით შეშფოთებულია, ის ამბობს, რომ
ოპოზიციის მიერ მანდატების შეჩერებაზე შეტანილი განცხადება მოლაპარაკებებზე კარის დახურვა იყო, პარტიების დაფინასების შესახებ ინიცირებული კანონი კი მსჯელობას საჭიროებს.
"რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს , ამის მხარდაჭერა ჩვენგან ვერ იქნება. ქუჩის პროტესტი და აზრის გამოხატვა დემონსტრაციის გზით და თუკი ის მშვიდობიანია, მისაღებია. იმედი მაქვს, პროტესტი არ ჩააანაცვლებს მოლაპარაკებების პროცესს. დიალოგისთვის ყველაზე დამაზიანებელი არის ნდობის არარსებობა.
არ ვიცი, როდის იქნება მეხუთე რაუნდი, შეიძლება ხვალ, ან - შემდეგ კვირას," - აცხადებს კარლ ჰარცელი.