25 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
პუტინის განცხადებით, ნატოს ბლოკის სამხედრო აქტივობა კავკასიის რეგიონში სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკები ისევ არსებობს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რომელიც მან თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, ნატოს ბლოკის სამხედრო აქტივობა კავკასიის რეგიონში სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს.

ვლადიმერ პუტინმა კონფლიქტების მოგვარებაში სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მაგალითად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოიყვანა.

შეხვედრის ბოლოს სამხედრო უწყების წარმომადგენლებს ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

დღის ამბები