ოპოზიცია კვლავ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია და მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს პროცესში იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" პოზიციებს დათმობს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკების რესურსი კვლავ არსებობს და მდგომარეობა ჩიხში შესული არ არის.
"მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა ჩიხურია, რადგანაც ამის რესურსი არსებობს. არ მგონია, შეთავაზებების წინასწარ გაჟღერება სწორი იყოს, არ ვიცი კონკრეტულად რაზე იქნება მე-5 რაუნდი, თუმცა მჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.