"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების არეალი დავიწროვდა.
როგორც დავითულიანი ამბობს, მმართველი გუნდი იმ წითელი ხაზის გადალახვას არ პირებს, რომელიც მათთვის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ეხება.
"მმართველმა პარტიამ ოპოზიციას შესთავაზა ყველა ტიპის კომპრომისი და შეთანხმება, რაც კი შეიძლებოდა, რომ შეეთავაზებინა, გარდა ერთი რამისა, რაზეც თავიდანვე ვთქვით, რომ ეს წითელი ხაზი იყო. თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ ამის გარდა არაფერი სურთ. ამის გამო, სამწუხაროდ, მოლაპარაკებების არეალი საკმაოდ დავიწროვდა. დაველოდოთ, დავილაპარაკებთ და ვნახავთ, იმედი მაქვს, რაღაც შედეგი იქნება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.
ოპოზიცია კვლავ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია და მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს პროცესში იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" პოზიციებს დათმობს.