ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ის არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის მიერ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ამცირებს.
როგორც გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, სიტუაციის განმუხტვის შანსებს არ ოპოზიციის გადაწყვეტილებები, არამედ ბიძინა ივანიშვილის პოზიციები ამცირებს:
"არ ვეთანხმები ანალიზში, სიტუაციის განმუხტვის შანსებს ავიწროვებს კი არა, ამცირებს ივანიშვილის პერსონალური პოზიცია, რის შემდეგაც ყველა მისი პოლიტიკური კლოუნი ახმოვანებს ამ პოზიციას. თუ ივანიშვილი გონს მოვა და მიხვდება, რომ დღევანდელი ვითარების შენარჩუნება არის დიდ რისკებთან დაკავშირებული, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მისთვის პირადად, ეს შანსები გაიზრდება და სწრაფად არის შესაძლებელი გამოსავლის პოვნა. ეს გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, რაც ყველა დალაგებულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისას არის გამოსავალი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.