17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
ერთადერთი გამოსავალი არის შეთანხმება, დავრესტარტდეთ, რაღაცაზე მოვრიგდეთ - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესის შედეგიანად დასასრულებლად ერთადერთი გამოსავალი არის შეთანხება, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვისაც.

მისი განმარტებით, ორივე მხარე უნდა დარესტარტდეს და რაღაცაზე მორიგდეს. იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობით, ორივე მხარეს აქვს შანსი იმისა, რომ ის ლეგიტიმაცია, რომელიც არჩევნებს აკლია, შეთანხმებით შეავსოს.

"ერთადერთი გამოსავალი არის შეთანხმება, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავრესტარტდეთ. ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, ზოგადად დავრესტარტდეთ, რაღაცაზე მოვრიგდეთ. განა სამართლიანობას აღვადგენ? განა გავიგებთ ზუსტად მოქალაქეთა ნება როგორი იყო? ეს გამორიცხულია, როცა მეორე ტური ისე ჩატარდა, როგორც ჩატარდა, საერთოდ რამე როგორ უნდა გავიგოთ, მაგრამ ამ წუთის მოცემულობით, ჩვენ გვაქვს შანსი იმისი, რომ შევთანხმდეთ და ის ლეგიტიმაცია, რომელიც ამ ტიპის არჩევნებს აკლია ახლა შევავსოთ შეთანხმებით. შეთანხმება ამიტომ არის აუცილებელი, სხვა შემთხვევაში ჩიხში ვართ.

ამ ჩიხიდან გამოსავალზე ფიქრისთვის, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ფასილიტატორებს ვეხმარებოდეთ და მადლობას ვეუბნებოდეთ, ძირითადად კრიტიკით ვართ დაკავებული, არა და მე მგონია, რომ ძალიან დეტალურად უნდა მოვისმინოთ როგორც ხელისუფლებამ, მაგალითად გუშინწინდელი ამერიკის ელჩის, სადაც ერთის მხრივ ხელისუფლებამ გაიგო, რომ არჩევნებში ხარვეზები ყოფილა და გამოსასწორებელი ყოფილა და ოპოზიციამაც გაიგო, რომ მთავარი მეგობრის და პარტნიორის აზრით, სწორი მიმართულება რჩევის არის პარლამენტში შესვლა.

ჩვენ ახლა უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ხარვეზები იყო და გამოსასწორებელია და მეორე - ერთად იმუშავეთ რაღაცაზე. რაღაცა ტერმინები გვაქვს გასარკვევი, გასარჩევი და ვართ შესათანხმებლები. ეს გვირჩიეს ჩვენმა მეგობრებმა თუ მაინც და მაინც კარგად გავიგებთ, და გვირჩიეს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. მე მგონი, ის არ ურჩევიათ, რომ ყველა ოქმში, ყველა სასამართლო სარჩელებში ჩაეძიეთ და ნახეთ იქ, ხომ არ იყო პრობლემაო," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები