ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც დღეს ახალ "გირჩს" ქმნის, მისი ყოფილი თანაგუნდელები წარმატებას უსურვებენ.
რაც შეეხება პარტიის ლოგოსა და ემბლემას, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ისინი საავტორო უფლებებს არ ცნობენ, შესაბამისად, რამდენი "გირჩიც" არ უნდა გაჩნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მათთვის ეს დაბრკოლება არ იქნება.
"ჩვენ წარმატება ვუსურვეთ ჩვენ ყოფილ მეგობრებსა და კოლეგებს და იგივე აზრზე ვრჩებით. რაც შეეხება ლოგოს სახელს და ა.შ, ჩვენ "გირჩი" არ ვცნობთ საავტორო უფლებებს და აქედან გამომდინარე ჩვენ არავის დავუშლით იგივე სახელისა და ლოგოს გამოყენებას," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.