17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ჩემთვის პრინციპულია, იქ სადაც არ ვარ იმაში ხელფასი არ ავიღო - ელენე ხოშტარიამ სადეპუტატო ანაზღაურება უკან დააბრუნა

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის დეპუტატობისთვის დარიცხული ხელფასი უკან დაუბრუნა ბიუჯეტს. პარლამენტის იმ დეპუტატების ნაწილს შორის, ვინც მანდატებზე უარი თქვა და ხელფასი მაინც ჩაერიცხა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი, ნატო ჩხეიძე კი წერს, რომ არ იცის რა უყოს ჩარიცხულ თანხას.

"მე მეათე მოწვევის პარლამენტში არ ვარ, რადგანაც ეს პარლამენტი არის გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარი, აქედან გამომდინარე, არცერთი კაპიკი, რომელიც გამოიყოფა მე-10 მოწვევის პარლამენტზე, რა თქმა უნდა, არ უნდა ავიღოთ. არ ვიცი რატომ გადმორიცხა "ქართულმა ოცნებამ" ეს თანხა, სავარაუდოდ ისინი ცდილობენ ნებისმიერ ტექნიკურ საშუალებას მოეჭიდონ, რომ ილუზია შექმნან თითქოს პარლამენტში ვართ.

ჩემთვის პრინციპულია, რომ იქ, სადაც არ ვარ იმაში ხელფასი არ ავიღო," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ელენე ხოშტარია. 

პარლამენტის აპარატში განმარტავენ, რომ ხელფასი ჩაერიცხათ პარლამენტის იმ წევრებს, რომელთა რეკვიზიტებიც უკვე დაფიქსირებული იყო სისტემაში, რადგან ისინი წინა მოწვევის პარლამენტში მუშაობდნენ. 

"მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები იყვენენ 11 დეკემბრამდე, სანამ ახალმა პარლამენტმა არ მიიღო უფლებამოსილება, აქედან გამომდინარე, მათ ჩაერიცხათ 11 დღის ხელფასი. რაც შეეხება მე-10 მოწვევის პარლამენტს, მათ ჩაერიცხათ ხელფასი 11 დეკემბრიდან," - აღნიშნავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

პარლამენტის აპარატში ასევე განმარტავენ, რომ არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, იმ შემთხვევაში კი თუ დეპუტატებს საერთოდ არ სურთ შრომითი ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ შესაბამის სამსახურს წერილით უნდა მიმართონ.    

დღის ამბები