ამ წუთებში ახალი "გირჩი" ფუძნდება. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალი პარტიის სახელწოდებაა - "გირჩი - მეტი თავისუფლება". ყრილობაზე აირჩევენ თავმჯდომარეს და მიიღებენ სხვა ფორმალურ გადაწყვეტილებებს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ უკვე ონლაინ აირჩია პარტიის თავმჯდომარე და ის თავად ზურაბ ჯაფარიძე იქნება.
"მთავრი განსხვავება იქნება ის, რომ მე მინდა ახალი "გირჩი" იყოს უფრო გახსნილი და ღია პლატფორმა ხალხისთვის. მინდა რომ "გირჩი", როგორც ბრენდი ამ ახალგაზრდებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად," - აცხადებს პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ეს იქნება თავისუფალი პლატფორმა, სადაც უამრავ ახალ სახეს შეეძლება მისვლა და ასევე, საზოგადოება იხილავს უამრავ ახალ პოლიტიკოსს. მთავარი განსხვავება კი, იქნება ბრძოლის ხერხები.