"გირჩი - მეტი თავისუფლება" - ასეთი სახელწოდება აქვს ახალ "გირჩს", რომელიც დღეს ოფიციალურად დაფუძნდა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ზურა გირჩი ჯაფარიძე აირჩიეს. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ეს იქნება თავისუფალი პლატფორმა, სადაც საზოგადოება ახალ პოლიტიკოსებს იხილავს.
ზურა გირჩი ჯაფარიძეს, მისი ყოფილი თანაგუნდელები წარმატებას უსურვებენ. რაც შეეხება პარტიის ლოგოსა და ემბლემას, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ისინი საავტორო უფლებებს არ ცნობენ, შესაბამისად, რამდენი "გირჩიც" არ უნდა გაჩნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მათთვის ეს დაბრკოლება არ იქნება.