17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ოქრუაშვილის ლექსიკა, პოლიტიკაში ვართ თუ ბოსელში - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ირაკლი ოქრუაშვილის ლექსიკა, რომლითაც მან მამუკა ხაზარაძის განცხადებები გააკრიტიკა. 

მან მოუწოდა ყველა ოპოზიციონერს, თავს ნუ დაესხმებიან ერთმანეთს. 

"კატეგორიულად მიუღებელია ის ლექსიკა, რაც იყო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში. ჩვენ რა, პოლიტიკაში ვართ თუ ბოსელში, ბოლოს და ბოლოს. ადამიანურად, სწორად უნდა ვისაუბროთ.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, არის, რომ  დავსხდებით და ვიმსჯელებთ, რადგან სხვა საკითხებთან კომპოზიციაში შეიძლება სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა.

მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოვუწოდებ - მყისიერად ყელში რომ წვდებით და თავს ესხმით ადამიანებს, ეს არის არასწორი და, მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება არაკორექტული სიტყვებით, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო ღიად გააკრიტიკა. 

დღის ამბები