17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
"მაქვს ახალი გეგმები" - ელენე ხოშტარია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის

ელენე ხოშტარიამ, რომელმაც "ევროპული საქართველოდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს შეუერთდეს არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას და, ამასთან, არ განიხილავს პარლამენტში შესვლას.

მან ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დააანონსა. 

"ამ პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და, ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში, რომელიც არის უძლიერესი იარაღი დღევანდელი რეჟიმთან ბრძოლის პროცესში.

სპეკულაციების საკითხი რომ არ გახდეს, არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლას, ჩემი პოლიტიკური პოზიციები არის აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექმნა და ამას, რა თქმა უნდა, დეტალურად გავაცნობ საზოგადოებას. 

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია რეოგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე, მტკიცე, ერთიანი, კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები