17 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
მთავარი ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დაბალანსებული ამნისტიის აქტი -ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის აქტის დროს, სწორება ხდება მუხლზე და არა ადამიანზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

ანრი ოახანაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის აქტთან დაკავშირებული შენიშვნები უნდა განიხილოს.

​"მთავარი ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დაბალანსებული ამნისტიის აქტი. ერთის მხრივ დაიცავს პირთა უფლებებს, ხოლო მეორეს მხრივ დაცული უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთოხება ამნისტიის აქტმა ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს.

რაც შეეხება შენიშვნებს, ყველა შენიშვნას შეიძლება ჰქონდეს ლოგიკა ამიტომ ჩვენ ეს საკითხები უნდა განვიხილოთ.

ოპოზიციონერები საუბრობენ იმაზე, რომ ეს კონკრეტულ პირებს უნდა შეეხოს. ჩვენ ამით არ ვხელმძღვანელობთ,რადგან ამნისტიის აქტის დროს არ ხდება და ვერ მოხდება გათვალისწინება ვინ ჩადინა დანაშაული. სწორება კეთდება მუხლზე,"-აღნიშნა ანრი ოხანაშვიოლმა.

დღის ამბები