17 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავიანთი ფუნქცია უნდა შეასრულონ და ხელფასი ამისთვის მიიღონ - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები ხელფასს აიღებენ, მანდატით განსაზღვრული ვალდებულებებიც უნდა შეასრულონ. 

ეს განცხადება მიხეილ სარჯველაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა ხელფასის მისაღებად პარლამენტის ადმინისტრაციაში საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები გაგზავნა. 

"რაში გამოიყენებენ ამ ხელფასს, ბუნებრივია, ეს ჩემი საქმე არ არის. მთავარი არის, რომ მგონია, ფუნქცია უნდა შეასრულონ დეპუტატებმა და ამ ფუნქციის შესრულებისთვის თანამდებობით განსაზღვრული ხელფასი უნდა მიიღონ.

ადამიანებმა, რომლებიც არიან ოპოზიციური პარტიებიდან, მიიღეს ხმები. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმეს პრივილეგია მიანიჭა, ნიშნავს, რომ კონკრეტული მოვალეობა გაუჩინა, რომ საქართველოს პარლამენტში, ერთი ხმაც რომ იყოს, რომელიც გაძლევს მანდატს, მანდატს ფუნქცია უნდა შესრულდეს. ამის შეუსრულებლობა, ჩემი აზრით, არ არის სწორი. ახლა რა არგუმენტაციით მოხდება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა, მგონია, რომ უნდა მოხდეს,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები