17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების რეზიდენციის მიღმა - "ოცნებასთან" განსხვავებული ფორმატით დიალოგს მხოლოდ "გირჩი" ადასტურებს

დიალოგი უშუალოდ ხელისუფლებასთან, ფასილიტატორების გარეშე - ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც "ოცნებასთან" პირდაპირ დიალოგს არ უარყოფს, "გირჩია."

ოპოზიციის ნაწილთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების შესახებ პირველად "ღამის კურიერში" ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომლის ინფორმაციითაც, "ოცნება" ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან კომპრომისული შეთანხმების მიღწევას განსხვავებული ფორმატის კომუნიკაციითაც ცდილობს.

ფასილიტატორების გარეშე "ოცნებასთან" რაიმე სახის კომუნიკაციას გამორიცხავენ პარტია "მოქალაქეებისა" და "ლელოს" წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

რა გახდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისული შეთანხმების წინაპირობა, ვერსიების მიუხედავად, კვლავ უცნობი რჩება. შეძლებენ თუ არა მხარეები პოზიციების დაახლოებას, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შემდეგ გაირკვევა.

დღის ამბები