17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
დარწმუნებული ვართ, ქვეყანა განაგრძობს პროგრესს და შევძლებთ პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფ აღდგენას - 2020-ს მმართველ გუნდში აფასებენ

გამოწვევებით აღსავსე წელი - ასე აფასებენ 2020-ს მმართველ გუნდში. უმრავლესობის განცხადებით, განსაკუთრებით რთული წელი იყო კორონავირუსის პანდემიის გამო, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა.

"ქართულ ოცნებაში", განსხვავებით ოპოზიციისგან, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მიღწევად მიიჩნევენ და იმედოვნებენ, რომ 2021 წელს საპარლამენტო ცხოვრებას ოპოზიციური სპექტრიც დაუბრუნდება.

"ჩვენ დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, შევძელით არსებითად პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ასევე იყო არაერთი მიღწევა, მათ შორის ერთი ყველაზე ბოლო სიახლე გახლდათ ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა განაგრძობს პროგრესს და შევძლებთ პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფ აღდგენას," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები