ოპოზიცია და მმართველი პარტია მოლაპარაკების მე-5 რაუნდის მოლოდინშია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დღის წესრიგში არ შეიძლება იდგეს რიგგარეშე არჩევნები, რაც შეეხება სხვა საკითხებს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ფაქტობრივად, ყველა საკითხთან დაკავშირებით პოზიციები მნიშვნელოვნად დაახლოებულია:
"რიგგარეშე არჩევნები არ შეიძლება რომ დღის წესრიგში იდგეს, იმიტომ, რომ ამის გამართვას და ჩატარებას არანაირი ობიექტური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია- ეს ერთი და მეორე, დანარჩენი საკითხები, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ფაქტობრივად ყველა საკითხთან დაკავშირებით პოზიციების მნიშვნელოვანი დაახლოება მოხდა, თუ ამ მეხუთე რაუნდზე საბოლოოდ მოხდება ამ პოზიციებზე შეჯერება და საერთო კონსენსუსის მიღწევა, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ქვეყნისთვისაც," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.