17 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
სამართლიანობისთვის ბრძოლა, სამუშაო ადგილების შექმნა და დაწყებული საქმეების დასრულება - 4 ოპოზიციონერი დეპუტატი საკუთარ გეგმებზე საუბრობს

"ქართული ოცნების" დეპუტაციას პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსი" უერთდება.

დავით ზილფიმიანი, ავთანდილ ენუქიძე და გელა მიქაძე - ეს ადამიანები, უკვე ოპოზიციის სახელით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, უკვე სამი ოპოზიციონერი დეპუტატი, პარლამენტში შესვლის მიზეზებს განმარტავს. 

"საჭიროა ყველაფერი არგუმენტებზე აგებული იყოს. მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობისთვის ბრძოლას, ასევე არ მომწონს კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ ამის შეცვლას," - აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი.

ავთანდილ ენუქიძე ხელისუფლებასთან ყოველგვარ გარიგებას გამორიცხავს და განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიაში გამართულ თათბირზე იცოდნენ. 

"ხელისუფლებასთან კი არა, საერთოდ არავისთან გავრიგებულვარ. ჩვენთან პარტიაში, საერთოდ არავის არაფერზე ზღუდავენ. პარტიის წევრებმა საკმაოდ დიდ თათბირზევე იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ასე იქნებოდა,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი ავთანდილ ენუქიძე.

სამუშაო ადგილების შექმნა და დაწყებული საქმეების დასრულება - ეს გელა მიქაძე დაპირებაა, რომელსაც ის პარლამენტში შესვლის შემდეგ გეგმავს. 

"ჩემი პარლამენტში შესვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რომელიც მე 2008 წელს დავიწყე, დავასრულო და ქვეყანაში შევქმნა კიდევ დაახლოებით, 30 000-მდე სამუშაო ადგილი. თუ მე ამას ვერ მივაღწევ, პირობას ვდებ, რომ დიდი სიამოვნებით დავტოვებ საქართველოს პარლამენტს," - აცხადებს პარლამენტის წევრი გელა მიქაძე.

"ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი ამ მომენტიდან მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში" - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი, ასე მიესალმა 4 ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლას. 

დღის ამბები