"პატრიოტთა ალიანსის" სამი ყოფილი წევრი უკვე პარლამენტშია, ახალ პარტიას ქმნის და დასავლურ ღირებულებებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრობს.
დღეს საკანონმდებლო ორგანომ დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო. მათ პარლამენტში, ადგილმონაცვლის პრინციპით, "პატრიოტთა ალიანსის" სიის პირველი სამეულის ადგილი დაიკავეს.
"ევროპელი სოციალისტები" - ასე ერქმევა " პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრების ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას.
იქამდე, "პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ავთანდილ ენუქიძემ მიიღო.
დღეიდან პარლამენტში საქმიანობა ოთხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოფიციალურად დაიწყო. გაიზრდება თუ არა მათი რიცხვი საკანონმდებლო ორგანოში, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შედეგზეა დამოკიდებული.