25 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
საშობაო წარმოდგენა "რუსთავი2-ის" ეთერში - კონცერტზე მთელი მსოფლიოს საუკეთესო საშობაო სიმღერები შესრულდება

შობის ღამეს "რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში საშობაო წარმოდგენა დაიწყება. კონცერტში, რომელიც თბილისის მერიის და "რუსთავი2-ის" ერთობლივი პროექტია, მონაწილეობას 30-მდე მუსიკოსი მიიღებს. მუსიკალური წარმოდგენა სწორედ ამ სფეროს სოლიდარობის ნიშნად დაიგეგმა.

კონცერტზე შესრულდება მთელი მსოფლიოს საუკეთესო საშობაო სიმღერები, აჟღერდება ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები. როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი.

"რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში საშობაო მუსიკალური წარმოდგენა 7 იანვარს ზუსტად 23 საათზე დაიწყება.

დღის ამბები