17 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
უნდა ვუზრუნველვყოთ სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, ამ ეტაპზე გააქტიურებულია პროცესი "ფაიზერის" ვაქცინის იმპორტზე - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება.

ინიციატორების განმარტებით, ვაქცინის მწარმოებლების მოთხოვნაა, ზიანის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღოს. სახელმწიფო არ აიღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუკი ეს იქნება მედპერსონალის კლინიკის ან თავად მწარმოებელი კომპანიის შეცდომით განპირობებული ზიანი.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის  დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ხარისხიანი ვაქცინის სწრაფად შემოტანა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს. 

"საქართველო კორონასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ რაც შეიძლება სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა. ამისათვის, გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საჭიროა საკანონმდებლო ბაზა იყოს მზად და იყოს გარანტირებული და იქნას სახელმწიფოს მხრიდან აღებული პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესში, შესაძლო, დამდგარ ზიანთან დაკავშირებით. თუ ეს ზიანი არ არის მედპერსონალის, კლინიკის, ან იმპორტიორის შეცდომით განპირობებული. ასეთი მოთხოვნა აქვთ მწარმოებლებს. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ამ ეტაპზე გააქტიურებულია ფაიზერის ვაქცინის იმპორტზე პროცესი,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ვაქცინისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო. 

"ეს კოვიდის ვაქცინა არის ახალი ვაქცინა, რომელსაც არ მოიცავს ეს არსებული კანონმდებლობის განმარტება და ამიტომ, მწარმოებლების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ პლატფორმის მოთხოვნაა, რომ იგივე პასუხისმგებლობა, რაც სახელმწიფოს აქვს სხვა ვაქცინებზე, გავრცელდეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც. პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ რეგისტრაცია მოხდეს ამ ვაქცინის შესაბამისად, პასუხისმგებლობაა იმაზე, რომ გამოყენება მოხდეს ჩვენების მიხედვით და პასუხისმგებლობაა იმაზე, რომ თუკი იშვიათად მოხდა რაიმე სახის რეაქცია, ამ რეაქციის მართვა და მკურნალობა უზრუნველყოს სახელმწიფომ,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს  მოლაპარაკება "ფაიზერთან" და "ასტრაზენეკასთან". 

"ახლა ზუსტდება პასუხისმგებლობები სახელმწიფოს მხარის, ასევე მწარმოებელი კომპანიის და უშუალოდ, ვაქცინის შემსრულებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ. ყველაზე აქტიურად მიდის მოლაპარაკება "ფაიზერთან" და "ასტრაზენეკასთან", კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. მოდერნაც არის ოფცია, მაგრამ ეს ორი კანდიდატი არის ჩვენთვის ყველაზე რეალური, რომ მივიღოთ მოკლე ვადაში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, ვაქცინაციის პროცესისთვის ქვეყნები იყვნენ მზად. 

"მთავარია რაც უფრო ადრე შემოვიტანთ და უნდა შემოვიტანოთ ავტორიზირებული ყველაზე მაღალი ინსტანციების მიერ მსოფლიოში.

ავტორიზირებული მოგეხსენებათ, დღეისთვის არის სამი ვაქცინა, ფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა,“ - ამბობს პაატა იმნაძე. 

დღის ამბები