19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
პატრიარქი სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებულ ღვთისმსახურებას აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას სამების საკათედრო ტაძარში ატარებს. ილია მეორე ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.

დღესვე ტაძრის ეზოში მდებარე დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება.

"ნათლისმცემელი ხალხს ნათლავდა წყლით, თავად მაცხოვარმა კი ხალხი მონათლა სულიწმინდით. პანდემიის ფონზე ჩვენ ვემორჩილებით კანონს. ნათლობა არის გადადებული, როგორც კი პანდემია შეჩერდება, აღდგება ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის საყოველთაო ნათლობა,"- აღნიშნავს იღუმენი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა გაბრიელ ჯიქია.

დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება.

დღის ამბები