ბარიერგადალახული და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" 48 %-იანი ლეგიტიმაციით ძალიან გაუჭირდება 52 %-იანი ლეგიტიმაციის ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება, რადგან პარლამენტი ლეგიტიმაციას დაკარგავს.
"ერთისმხრივ "ქართული ოცნება" ცდილობს პროცესი გაწელოს, აქამდეც უნდა მიეღი მმართველ გუნდს ეს გადაწყვეტილება, თუმცა მეორეს მხრივ, არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე რაიმე ახალი გაჩნდეს და ჩიხშია მოლაპარაკებები შესული, ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ პროცესი დასრულდა მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტით, თავისთავად უკვე, პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს ქუჩაში და ქართველი ხალხი, პოლიტიკური პარტიები და არასამათავრობო ორგანიზაციები შევეცდებით ქუჩიდან მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
"ქართული ოცნების" პროპაგანდა ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, არის აზრთა სხვადასხვაობა. "ქართული ოცნება" რაც არ უნდა ეცადოს გაწელოს პროცესი, ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში შევა და აქედან ერთადერთი გამოსავალი არის დემოკრატიული, ვადამდელი არჩევნები,"- ევროპული საქართველო - ამბობს მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლელა ქებურია.
"ქართულ ოცნებას" 48 %-იანი ლეგიტიმაციით ძალიან გაუჭირდება 52 %-იანი ლეგიტიმაციის ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება, იმიტომ რომ ნაკლები ლეგიტიმაციის პარლამენტი, საერთოდ არალეგიტიმური გახდება როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე მოსახლეობაში ქვეყნის შიგნით, ამიტომ არის რომ წელავენ პროცესს და არის შერჩევითად, ინდივიდუალურად, რაღაც გაურკვეველი კენჭისყრები,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.