17 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

სტრასბურგში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა. მხარეებმა, საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილეს და ისაუბრეს უკვე განხორციელებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ცვლილებებზე. 

"გავაცანით ის უახლოესი გეგმები, რომელიც პარლამენტში, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში იგეგემება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შემდგომი განვითარების კუთხით. აგრეთვე, საუბარი იყო იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რაც პენიტენცური სისტემის შემდგომი რეფორმირების კუთხით სამუშაო ჯგუფთან, მასში სამოქალაქო სექტორის ჩართულობასა და სხვა აქტივობებთან იყო დაკავშირებული.,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ. 

დღის ამბები